გავხდეთ შეუცვლელი ოფის–მენეჯერი!

ეს officell-ის პირველი ბლოგია, ამიტომ ეს იმ თემატიკის გარკვეულია ანონსია, რომელსაც ამ ბლოგზე მომავლში შეხვდებით. პირველივე ბლოგი ოფის-მენეჯერის საქმიანობასთან კავშირში გვინდოდა რომ ყოფილიყო, რადგან ეს ბლოგი პირველ რიგში სწორედ ოფის-მენეჯერებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ ვიცით, რაოდენ რთული და კომპლექსურია თქვენი სამუშაო, ამიტომაც ვეცდებით ყველა სტატია, ბლოგი თუ თარგმანი, რასაც officellaidea შემოგთავაზებთ, დახუნძლული იყოს საინტერესო იდეებით, რომელიც თქვენს საქმიანობაში დაგეხმარებათ.

მაშ ასე, როგორ გავხდეთ შეუცვლელი ოფის-მენეჯერი? ოფის-მენეჯერს ორგანიზაციის თითქმის ყველა ფუნქციასთან აქვს შეხება. ორგანიზაცია და საწარმოო პროცესი, საქმიანობის სფეროს მიუხედავად, რამდენიმე ძირითად შემადგენელს აერთიანებს: კოლექტივი, რომელიც მოქმედებს გარკვეული წესრიგის დაცვით, არის იერარქია, არის ინვენტარი, მიმდინარეობს სამუშაო/საწარმოო პროცესები, მიმდინარეობს ურთიერთობა გარე სამყაროსთან. ორგანიზაციის გარკვეულ პოზიციებზე მომუშავე კადრებს, მხოლოდ ერთ, ან რამდენიმე ფუნქციასთან უწევს გადაკვეთა, ხოლო ოფის–მენეჯერი ყველა რგოლთან კავშირშია. მეტიც! ყველა რგოლის თუ საქმიანობის შეუფერხებელი ფუნქციონირება მისი ვალდებულებაა – ინფორმაციის გაცემა, შემოსული ინფორმაციის სწორად გადამისამართება, ვიზიტებისა და შეხვედრების დაგეგმვა, ინვენტარის გამართულად მუშაობა და სხვა. სამუშაოს ასეთ მოცულობასთან გამკლავება ოფის–მენეჯერისგან დიდ ყურადღებასთან ერთად, მთელი რიგი უნარ–ჩვევების ფლობას მოითხოვს.

ოფის–მენეჯერი პირველი ხვდება კომპანიის სტუმრებს. ამიტომ ის კომპანიის სახედ, მის სავიზიტო ბარათად ითვლება. ნებისმიერი სტუმრის პირველი შთაბეჭდილება რომ დადებითი იყოს, ოფის–მენეჯერი ვალდებულია კეთილგანაწყოს იგი. ამიტომ ოფის–მენეჯერი უნდა იყოს ტაქტიანი, კორექტული, მომღიმარი, დაიცვას სუბორდინაცია, იყოს თავაზიანი. ზუსტად ამიტომ ოფის–მენეჯერების შერჩევისას, კანდიდატების პიროვნული თვისებებიდან, განსაკუთრებულ ყურადღებას მის კომუნიკაბელურობას აქცევენ. ოფის–მენეჯერი უნდა გამოიყურებოდეს პრეზენტაბელურად, საქმიანი ჩაცმულობის გარდა მნიშვნელობა აქვს სადა ვარცხნილობასა და მაკიაჟს.

ზემოთ აღნიშნული პიროვნული თვისება (კომუნიკაბელურობა) და ჩვევა (აკურატულობა), ოფის–მენეჯერის მთავარ მახასიათებლად ითვლება. ხოლო დანარჩენი მოთხოვნები ადვილად სწავლადია და მათ ჩამონათვალს მოკლედ ქვემოთ შემოგთავაზებთ. ხოლო მომდევნო სტატიებით ჩვენს ბლოგზე დეტალურად ვეცდებით ჩავუღრმავდეთ ოფის–მენეჯერის ვალდებულებების და კონკრეტული ამოცანების გაანალიზებას.

ოფის–მენეჯერი უნდა იცნობდეს ორგანიზაციის განყოფილებების და სპეციალისტების ფუნქციებს და მოვალეობებს – ამით იგი კარგი ადმინისტრატორია. ხელმძღვანელობისგან წამოსული, თუ გარე–სამყაროდან შემოსული დავალებების შეფასება და სწორად გადანაწილება კოორდინირების უნარს საჭიროებს. ეს თვისებები ადვილად გამომუშავებადია და ყურადღებასთან ერთად ცნობისმოყვარეობა სჭირდება.

ძირითად მოთხოვნებს, ემატება ტექნიკასთან (კომპიუტერი, პრინტერი, სკანერი, პროეტორი და ა.შ.) სწორი ურთიერთობა. მათ ფუნქციებში და ექსპლუატაციის პირობებში კარგად გარკვევა. ოფის–მენეჯერის სამუშაო, სხვებთან შედარებით ადრე იწყება, ოფისის და ტექნიკის სამუშაოდ მომზადებისთვის.

ასევე სხვადასხვა კომპიუტერული (საოფისე, ინტერნეტ, და სპეციალიზებული) პროგრამების კარგად შესწავლა და მათი გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში. კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის წესები მრავლად მოიპოვება ინტერნეტში. ჩვენ შევარჩევთ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროგრამებს და შემდგომ სტატიებში მათ შესახებ ამომწურავ ინფორმაიცას წარმოგიდგენთ.

როგორც ხედავთ, ოფის–მენეჯერის საქმიანობა ძალიან რთული და შრომატევადია. მოითხოვს დიდ შრომისმოყვარეობას და ამტანობას. ამიტომ, არ დაგავიწყდეთ კიდევ ერთი მთავარი უნარის შესახებ! რაც არ უნდა სტრესული იყოს სამუშაო გრაფიკი, არ გადაიტანოთ თქვენი ემოციები თანამშრომლებზე. არანაირი კონფლიქტი! ოფის–მენეჯერი თავშეკავებული და თავაზიანია, ხოლო კონფლიქტები ცივი გონებით და კონსტრუქციულად უნდა მოაგვაროს.

არ დაგავიწყდეთ! ოფის–მენეჯერის პოზიცია, შესაძლოა კარიერული წინსვლის პირველი საფეხური გახდეს თქვენთვის. კომპანიის საქმიანობის ყველა ასპექტის კარგად ცოდნა, ადმინისტრირება და სამუშაო პროცესების კოორდინაცია, ის თვისებები და უნარებია, რომელსაც ხელმძღვანელობასთან ერთად, მხოლოდ თქვენ ფლობთ.

იმედია, ჩვენს ბლოგზე შემოთავაზებული ტექსტებიდან, ეს სტატია აღმოჩნდება სწორედ ის, რომელსაც პირველად გაუზიარებთ თქვენს უფროსსა და კოლეგებს. მათ უნდა იცოდნენ კარგი ოფის–მენეჯერის საქმიანობის შესახებ!

გისურვებთ წარმატებას!

officell

2 thoughts on “გავხდეთ შეუცვლელი ოფის–მენეჯერი!

  1. ძალიან კარგი სტატიაა.
    ვისურვებდი ასევე სტატიას თუ როგორ მოვაწყოთ სათათბირო ოთახი.
    ვინაიდან ვთვლი, რომ სათათბირო ოთახი კომპანიის იმიჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s