კორპორაციული წვეულების ორგანიზების 10 ოქროს წესი

კორპორაციული ახალი წელი, კომპანიის დაბადების დღე, თუ თანამშრომლების დაბადების დღე – ყველა კომპანია მართავს კორპორატიულ წვეულებებს. მათი სიხშირე, მასშტაბი და გამართვის ადგილი ფინანსების გარდა, კომპანიის მენეჯმენტის გემოვნებაზეა დამოკიდებული და ასევე იმაზე, თუ რამდენად აფასებს მენეჯმენტი გუნდურ მუშაობას და თანამშრომელთა დაახლოებას. სწორედ გუნდის შექმნა (Team Building) შეიძლება განვიხილოთ კორპორატიული წვეულებების მთავარ ამოცანად და მეორე სახელად.

კორპორაციული წვეულებები შესაძლოა შეხვედრების ოთახში გაშლილი სუფრით, ან, ქალაქგარეთ კურორტზე გასვლით აღინიშნოს. თუმცა, მათი ორგანიზება და წვეულებაზე თანამშრომელთა კარგი განწყობის უზრუნველყოფა ყველგან მნიშვნელოვანია. თუ თქვენ ახალბედა ოფის-მენეჯერი ხართ და კორპორატიული წვეულების ორგანიზება დაგევალათ, აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  1. აუცილებლად გაესაუბრეთ კომპანიის “უხუცეს” თანამშრომელს და ყველაფერი გაარკვიეთ კომპანიაში კორპორატიული წვეულებების ტრადიციების შესახებ. გამოიკვლიეთ თანამშრომელთა პრეფერენციები, რა მოსწონთ, როგორც წესი რით ერთობიან და ა.შ.
  2. ასევე, შეგიძლიათ შიდა მიმოწერით გამოკითხოთ თანამშრომლები წვეულების ფორმატის შესახებ.
  3. წვეულება დროულად დაგეგმეთ. განსაკუთრებით ახალი წელი. საახალწლო წვეულებისთვის, რესტორანი უმჯობესია ნოემბერში დაჯავშნოთ.
  4. წვეულების ფორმატის შერჩევისას, ვახშამი იქნება ეს თუ გასვლა ბუნებაში, არ დაგავიწყდეთ გაითვალისწინოთ თანამშრომელთა საშუალო ასაკი. თუ საშუალო ასაკი 40 ზემოთაა, ალბათ სასურველია წვეულება სუფრასთან დამსხდარი წარიმართოს.
  5. ფორმატის შერჩევისას მიუთითეთ ჩაცმულობის სტილი. შესაძლოა იფიქროთ რომ ყველასთვის ყველაფერი გასაგებია, მაგრამ შესაძლოა ბუნებაში გასვლით წვეულებაზე თანამშრომლის მეუღლე კოსტუმით და ბაფთით იხილოთ.
  6. თუ კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა დიდია, დაფიქრდით წამყვანის დაქირავებაზეც.
  7. კერძების შერჩევისას ასევე მოიკვლიეთ თანამშრომელთა ჩვევები. შესაძლოა მათი უმრავლესობა მარხულობდეს ან ვეგეტარიანელი იყოს.
  8. ფორმატის მიუხედავად, ეცადეთ დატვირთოთ წვეულება სახალისო თამაშებით და სიურპრიზებით (არ გამოტოვოთ მომდევნო სტატიები ჩვენს ბლოგზე). აქაც შეგიძლიათ დაფიქრდეთ ანიმატორების დაქირავებაზე.
  9. წვეულების მსვლელობისას რაიმე უხერხული სიტუაცია, ან შეფერხება შეეცადეთ თვითონ მოაგვაროთ – გაუხმაურებლად. არ დაგავიწყდეთ, რომ, კორპორატიული წვეულება დადებითი ემოციებისთვის იმართება.
  10. დარწმუნდით რომ, წვეულების შესახებ ინფორმაცია ყველა თანამშრომელმა მიიღო.

და გახსოვდეთ, ყოველდღიურ სამუშაო დღეებში თქვენს მიერ დაშვებული წვრილი შეცდომები, თუ ჩადენილი ,,გმირობები“ ისე არ გამოჩნდება, როგორც კორპორატიულ წვეულებაზე თქვენს მიერ მოფიქრებული სიურპრიზი. გასვლის დროს დაქირავებულ ავტობუსში, მძღოლის გემოვნებით შერჩეული მუსიკის ნაცვლად თანამშრომლების საყვარელი სიმღერების კრებულის ჩართვა კი მთელ კოლექტივს მთელი წელი დაამახსოვრდება.

ხალისიან წვეულებას გისურვებთ!

Officell

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s