ხელნაკეთი ოფისი

რუბრიკაში “იდეები ოფისისთვის” ერთ-ერთი თემა მსოფლიოს ყველაზე საინტერესო და ინსპირაციული ოფისები იქნება. Google-ის და RedBull-ის ოფისები ალბათ ყველას გვინახავს, ჩვენ ვეცდებით სხვა საინტერესო ოფისების შესახებ მოვიძიოთ ინფორმაცია.

პირველი კომპანია, რომლის ოფისის შესახებ გვინდა გიამბოთ, მსოფლოის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ მაღაზია ETSY-ია. Etsy.com-ზე ძირითადად ხელნაკეთი ნივთები იყიდება. ეს კომპანია სულ რაღაც 10 წლისაა, მისი კორპორატიული კულტურა კი ნამდვილად საინტერესო.

Etsy-ს ოფისი პირველ რიგში თავისი ჭრელი, ხელნაკეთი დიზაინით გამოირჩევა და საუკეთესოდ ასახავს კომპანიის საქმიანობას.

Etsy-ს ოფისში ძალიან ბევრი სიმწვანეა. ოფისის რამდენიმე კედელი მთლიანად დაფარულია ცოცხალი მცენარეებით. სხვადასხვა ნარგავები ოფისის მთელ ტერიტორიაზეც მრავლადაა.

Etsy-ს თანამშრომლები ძირითადად დიდ ოთახებში, ერთად სხედან. თუმცა, მათთვის ვისაც განმარტოება სჭირდება, შეუძლია ისარგებლოს პატარა კაბინებით, რომელიც ასევე დახუნძლულია ათასი ხელნაკეთი ნივთით.

კომპანიის თანამშრომლებს უფლება აქვთ სამსახურში მოიყვანონ თავიანთი შინაური ცხოველები. ალბათ დაგვეთანმხებით, რომ ეს სრულიად არაჩვეულებრივი წესია!

თანამშრომლებისთვის სამზარეულოში ყოველთვის ხელმისაწვდომია ჯანსაღი საკვები, სხვადასხვა სახეობის თხილი და ბურღულეული. საკვებ ზონაშიც დიდი მაგიდები დგას, რათა თანამშრომლებმა შეძლონ ურთიერთობა სადილის დროს ან წახემსებისას.

კომპანია ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვას, რისთვისაც ოფისში ნარჩენებს ახარისხებენ და მაკულატურას აგროვებენ. ხოლო ოფისის გასასვლელთან თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომია ბრენდირებული ქილები, რომელიც შეუძლიათ თან წაიყოლონ, როცა ყავის საყიდლად გადიან და გამოიყენონ ერთჯერადი ჭიქების ნაცვლად.

ჩვენ მოგვწონს Etsy-ის ოფისი. თქვენ? 🙂

Officell

One thought on “ხელნაკეთი ოფისი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s