ბიბლიოთეკა ოფისში

ბიბლიოთეკა, როგორც წესი, დიდ სივრცესთან ასოცირდება, ხოლო ბიბლიოთეკა ოფისში მხოლოდ დიდ კორპორაციებთან. ბიბლიოთეკის მოწყობა კი პატარა ოფისშიც შესაძლებელია, და ეს ადგილი შესაძლოა თქვენი თანამშრომლების თუ სტუმრების საყვარელ ადგილად იქცეს.

გაქვთ ოფისში პატარა ოთახი, რომელსაც ჯერ გამოყენება ვერ მოუძებნეთ? ან პატარა სივრცე, რომელიც ვერ გადაწყვიტეთ რითი შეავსოთ? მაშინ ოფისის ბიბლიოთეკა სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ. მისი მოწყობა იოლია – წიგნების ერთი მარტივი თარო და რამდენიმე სავარძელი ან მოხერხებული სკამი თავის საქმეს გააკეთებს.

შემდეგ კი ჯერი ბიბლიოთეკის შევსებაზე მიდგება. რა თქმა უნდა თავიდანვე ასობით წიგნის შეძენა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი თქვენი პატარა ბიბლიოთეკა თავიდანვე სავსე იყოს და მისი შევსება ეტაპობრივად შეგიძლიათ. აი რამდენიმე რჩევა:

  • შეგიძლიათ თანამშრომლებს აცნობოთ იმის შესახებ, რომ ოფისში ბიბლიოთეკის გაკეთებას გეგმავთ და ვისაც სურვილი ექნება ოფისის ბიბლიოთეკას ერთი წიგნი აჩუქოს. თუ ურჩევთ, რომ წიგნზე სამახსოვრო წარწერაც გააკეთონ, გარწმუნებთ, ეს პროცესი ყველასთვის სახალისო გახდება და ყველა სიხარულით შემატებს თავის საყვარელ წიგნს ბიბლიოთეკას.
  • შეიხედეთ თანამშრომლების ოთახებში, მაგიდებსა თუ თაროებზე უამრავ დამტვერილ ჟურნალს თუ წიგნს აღმოაჩენთ. მათი თანხმობის შემთხვევაში ისინი შეგიძლიათ ბიბლიოთეკაში გადაიტანოთ და ამით ამ გამოცემებს მეორე სიცოცხლე აჩუქოთ.
  • თუკი თქვენი ორგანიზაცია ჟურნალ-გაზეთებს იწერს, მათაც ადგილი ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ მიუჩინოთ. ამით ბიბლიოთეკაც შეივსება და ყველას ეცოდინება სად მოიძიოს ახალი პრესა.
  • რაღაც პერიოდულობით, მაგალითად თვეში ერთხელ, გამონახეთ დრო და მოიძიეთ თქვენი კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული წიგნები ან ჟურნალები და კომპანიის მენეჯმენტს მათი შეძენა შესთავაზეთ. უკვე ერთ წელიწადში თქვენს ბიბლიოთეკას 12 ახალი წიგნი შეემატება.
  • რა წამს თქვენს ბიბლიოთეკას ახალი ბინადარი შეემატება, ყველა თანამშრომელს აცნობეთ ამის შესახებ ელ-ფოსტის ან შიდა საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით. ამით ბიბლიოთეკის ვიზიტორთა რიცხვსაც გაზრდით და ხელს შეუწყობთ თანამშრომელთა განვითარებას.

საინტერესო ბიბლიოთეკის შექმნას გისურვებთ!

Officell

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s