ვზოგავთ და ვერთიანდებით!

აცივდა და გაიზარდა კომუნალური გადასახადები, მათ შორის ელექტროენერგიის გადასახადი. გვინდა გაგიზიაროთ იდეა, რომელიც ელექტროენერგიასაც დაგიზოგავთ და თქვენი გუნდის გაერთიანებაში შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს. როგორ?

ჯერ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებისთვის საჭირო რამდენიმე ნაბიჯით დავიწყოთ:

განათება

ყველაზე მნიშვნელოვანი ვარვარების ნათურების ეკონომიური ნათურებით შეცვლაა, თუ ეს ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ. თუმცა, ოფისებში ბევრ ხარჯვას იწვევს ის, რომ ძალიან ხშირად შუქი ცარიელ ოთახებში ანთია. ასევე ანთებული ნათურები რჩება ღამით და შაბათ-კვირას, რაც ელექტროენერგიის გაფლანგვას იწვევს. ასევე ბევრ ოფისში მუდმივად ანთებულია შუქი ტუალეტში და სამზარეულოში.

თუ თქვენ შეძლებთ დანერგოთ წესად, რომ თანამშრომლებმა აუცილებლად ჩააქრონ შუქი ოფისიდან გასვლისას (განსაკუთრებით პარასკევობით), ხოლო ტუალეტსა და სამზარეულოში შუქი მხოლოდ მაშინ აანთონ, როცა ამ სივრცეს იყენებენ, თქვენი კომპანია მნიშვნელოვნად დაზოგავს თანხებს.

თუ თქვენ ღია ტიპის ოფისი გაქვთ, აუცილებლად იზრუნეთ ინდივიდუალურ, სამაგიდე სანათებზე. ეს საშუალებას მისცემს თანამშრომელს, რომელიც ოფისში გვიან ღამემდე მარტო შემორჩა, გამოიყენოს ინდივიდუალური სანათი და ტყუილად არ გაანათოს უზარმაზარი ოთახი.

კომპიუტერული ტექნიკა

ბევრ ადამიანი ოფისიდან გამოსვლისას კომპიუტერს ჩართულს ტოვებს. ეს არა მხოლოდ ელექტრენერგიას მოიხმარს ტყუილად, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც არ არის რეკომენდებული. თუ ყველა თანამშრომელი გამორთავს თავის კომპიუტერს ღამით და შაბათ-კვირას, ესეც მნიშვნელოვანი დანაზოგი იქნება.

მაცივარი

ოფისების უმეტესობა მაცივარს საერთოდ არ იყენებს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, თუმცა, როგორც წესი, ის მაინც ჩართულია. შეიხედეთ მაცივარში, თუ იქ მხოლოდ ერთი თვის წინ შეგდებული დამჭკნარი ვაშლი აღმოაჩინეთ, თამამად გამორთეთ ცხელი დღეების დადგომამდე. თუ მაცივარი სავსე აღმოჩნდა, შეეცადეთ ის მინიმალურ სიმძლავრეზე დააყენოთ, ზამთრის პერიოდში მეტი არ გჭირდებათ და ესეც დაგიზოგავთ ელექტროენერგიის ხარჯებს.

შაბათ-კვირა

სავარაუდოდ თქვენს ოფისში ბევრი ტექნიკური აღჭურვილობა მუდმივად დენშია შეერთებული – ელ. ჩაიდანი, ყავის აპარატი, პრინტერი ან პრინტერები, წყლის დისპენსერები და სხვა. თუ ყოველდღე ამის გაკეთება შეუძლებელია, პარასკევ საღამოს ეს აუციელებელია – გამორთეთ ყველაფერი ორი დღით, ტექნიკაც დაისვენებს და ელექტრო ენერგიაც დაიზოგება.

და რა კავშირი აქვს ყველაფერ ამას გუნდურობასთან?

ცხადია, ყოველივე ამას ერთი ადამიანი ვერ გააკეთებს და არც უნდა გააკეთოს, ამ საქმეში მთელი გუნდი უნდა ჩაერთოს.

შეეცადეთ ელექტრო ენერგიის დაზოგვა გუნდს სახალისო ამოცანად დაუსახოთ. მოიფიქრეთ აქციის სახელი, მაგალითად “ნათურები ჩვენს თავში უნდა ენთოს” ან რამე მსგავსი. გააკეთეთ შესაბამისი კომუნიკაცია ყველა თანამშრომელთან, მოიფიქრეთ წამახალისებელი ფაქტორი, მაგალითად დაანონსეთ, რომ დაზოგილი თანხით შეიძენთ რაღაც ნივთს ოფისისთვის (მაგალითად ყავის აპარატს, რომელიც ყველას ასე უნდოდა) ან გააკეთებთ კორპორაციულ ღონისძიებას. ამასთან ერთად, ყველას დაუგზავნეთ ელექტრო ენერგიის დაზოგვის თქვენს მიერ შემუშავებული წესები და სთხოვეთ მათი შესრულება. სტიკერზე დაბეჭდეთ რაიმე სიმბოლო, მაგალითად მწვანე ფოთოლი და აქციის ყველაზე აქტიურ მონაწილეს, ან გუნდის ყველა წევრს დაურიგეთ. ამ სტიკერს ზოგი გულზე მიიკრავს, ზოგიც ბლოკნოტზე მოუძებნის ადგილს, ეს სახალისო იქნება.

და ბოლოს, დაელოდეთ ქვითარს და შეადარეთ ელექტრო ენერგიის ხარჯები წინა თვის ხარჯებს. ხარჯები შემცირებულია? გილოცავთ, და ვულოცავთ მთელ თქვენს გუნდს! თქვენც მიულოცეთ თქვენს გუნდს წარმატება და არ დაგავიწყდეთ ამ წარმატების ერთად აღნიშვნა – თქვენ დაეხმარეთ არა მარტო თქვენს კომპანიას და გარემოს, არამედ კიდევ ერთხელ დაანახეთ თქვენს გუნდს, რომ ერთად ყოველთვის ყველაფერი გამოგივათ!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s