ვმუშაობთ ფეხზე დგომით

ოფისში მუშაობა უმალ კომპიუტერთან სავარძელში მსხდომ თანამშრომლებს გვაგონებს. და ეს რეალობაა. თანაც პრობლემური. ჯდომისგან გამოწვეულ პრობლემებზე ყველას გვსმენია, მაგრამ როგორ მოვიქცეთ მათი თავიდან არიდებისთვის – არ ვიცით.   არადა, ცხოვრების “მჯდომარე წესი” (ყველა სხვა პრობლემის გარდა) იწვევს სიმსუქნეს და გულის დავაადებებს, რის გამოც მსოფლიოში ყოველწლიურად 5.3 მილიონი ადამიანი იღუპება. შედარებისთვის, სიგარეტის წევით გამოწვეული ფილტვის კიბოთი 300.000 ადამიანით ნაკლები კვდება.

პრობლემის კარდინალურად გადაწყვეტა კი თურმე შესაძლებელია.

იმუშავე ფეხზე დგომით – აი, ძირითადი მოწოდება, რომელსაც სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება.

1-4კომპანია Facebook-ში ფეხზე დგომით 300 მეტი ადამიანი მუშაობს, და ყოველდღე არანაკლებ ერთი თანამშრომლისა ითხოვს მჯდომარე სამუშაო ადგილის მდგომარით შეცვლას.

ადამიანთა უმეტესობა, რომლებმაც ფეხზე დგომით მუშაობა გამოსცადეს, ამბობენ, რომ უფრო პროდუქტიულებიც გახდნენ – მართლაც, სანამ სავარძელში სხეული “ისვენებს”, “ძინავს” ტვინსაც.

8 საათიდან 1 საათის განმავლობაში ფეხზე დგომით მუშაობაც კი საკმარისია, რათა გავიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა, გულისცემის სიხშირე წუთში 10-ით გავზარდოთ და, როგორც შედეგი, საათში 50 კილოკალორიით მეტი დავწვათ. თუ მუშაობის ასეთ ვარიანტს ავირჩევთ, მაშინ სჯობს “სამუშაო დგომის” რეჟიმში დღეში ორჯერ ნახევარი საათი გავატაროთ.

 22კომპანია BBDO-ის ნიუიორკის განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ოსბორნი უფრო რადიკალური აღმოჩნდა და სავარძელი სარბენი ბილიკით შეცვალა. მის წინ ჩამოკიდებული შოკოლადის დონატით კი დამატებითი მოტივაცია შეიქმნა 🙂

One thought on “ვმუშაობთ ფეხზე დგომით

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s