airbnb-ის თავისუფალი სივრცე

ვაგრძელებთ მსოფლიოს ყველაზე ინსპირაციული ოფისების რუბრიკას და ამჯერად airbnb-ს ოფისს წარმოგიდგენთ. ალბათ ბევრ თქვენგანს უსარგებლია aribnb-ს მომსახურებით და მისი მეშვეობით ბინა დაუქირავებია ან გაუქირავებია, ყოველ შემთხვევაში ამ საიტის მომსახურებით მთელ მსოფლიოში 60 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

2008 წელს დაარსებულ ამ კომპანიას სათავო ოფისი სან-ფრანცისკოში აქვს და სულ ახლახანს ახალ ოფისში გადავიდა. ოფისის კონცეფცია მართლაც საინტერესოა და შეიძლება ითქვას სრულად ასახავს იმ ღიაობის კონცეფციას, რომელიც ამ ბიზნესს უდევს სათავეში.

გარდა იმისა, რომ ოფისი ძალიან ლამაზია, მნიშვნელოვანია, რომ დიზაინერების ამოცანა არა მხოლოდ სილამაზე, არამედ კომპანიის თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის განსაკუთრებული გარემოს შექმნა იყო. ინტერიერის მოწყობის მთავარი კონცეფცია სრულ თავისუფლებაშია – თანამშრომლებს არავინ აიძულებს ჰქონდეთ ერთი სამუშაო ადგილი, მათ შესაძლებლობა აქვთ ყოველდღე თავად შეარჩიონ სად იმუშავებენ. ასეთი ადგილები კი ოფისში ბევრია – ღია სივრცეები, სამუშაო კუთხეები, ინდივიდუალური მოდულები, სპეციალური ადგილი ფეხზე დგომით მუშაობისთვის (გაიხსენეთ ჩვენი ბლოგი: ვმუშაობთ ფეხზე დგომით), კაფე და სხვა. შესაბამისად ოფისში არავის არ აქვს თავისი დახურული სივრცე, ოთახი ან კაბინეტი, მათ შორის არც კომპანიის დამფუძნებლებს (!).

თუმცა, ოფისის ასეთი მოწყობა ქაოსს სულაც არ იწვევს. ოფისში მრავლადაა სრულად აღჭურვილი შეხვედრების ოთახები, სადაც შესაძლებელია გუნდური შეკრება და პროექტებზე ერთობლივი მუშაობა.

საინტერესოა როგორ იქმნება ასეთი ოფისები. airbnb-მ ოფისის დიზაინის შექმნისთვის ცნობილი კომპანია Gensler დაიქირავა. ამ კომპანიის დიზინერები ოთხი თვის მანძილზე (!) ეცნობოდნენ დამკვეთ კომპანიას, მუშაობდნენ მათთან ერთად, ესაუბრებოდნენ დამფუძნებლებს და თანამშრომლებს. პროექტის შექმა კი მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო. შედეგიც სახეზეა, airbnb-ის ოფისი 2015 წლის მსოფლიო საუკეთესო ოფისებს შორის დასახელდა.

Screen Shot 2016-01-26 at 3.49.00 PMღია სივრცე, ატრიუმი

Screen Shot 2016-01-26 at 3.51.29 PMსამუშაო კუთხე (ღია სივრცე)

Screen Shot 2016-01-26 at 3.51.40 PMსამუშაო კუთხე (ღია სივრცე)

Screen Shot 2016-01-26 at 3.50.56 PMსამუშაო კუთხე (ღია სივრცე)

Screen Shot 2016-01-26 at 3.50.43 PMინდივიდუალური მოდული

Screen Shot 2016-01-26 at 3.51.51 PMადგილი ფეხზე დგომით მუშაობისთვის

Screen Shot 2016-01-26 at 3.49.49 PMსამზარეულო

Screen Shot 2016-01-26 at 3.50.05 PMშეხვედრების ოთახი

Screen Shot 2016-01-26 at 3.51.19 PMავის ბარი

Screen Shot 2016-01-26 at 3.50.22 PMსამუშაო კუთხე (ღია სივრცე)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s