როგორ დავიბრუნოთ სამუშაო განწყობა შვებულების შემდეგ

დასრულდა ის დღეები, როდესაც გვიან ვიღვიძებდით, საყვარელი სერიალების ყურებით ვტკბებოდით და ზღვის ნაპირზე ვნებივრობდით.

სამსახურში დაბრუნების დრო დადგა.

მოდით ვიყოთ გულახდილები – რაოდენ არ უნდა გვიყვარდეს ჩვენი საქმე, უდარდელი შვებულების შემდეგ სამსახურში დაბრუნება ყველას ცოტათი მაინც გვიჭირს.

აი რამდენიმე რჩევა, რომელიც ამ გარდამავალ პერიოდს შეგიმსუბუქებთ და დაგეხმარებათ მშვიდად დაუბრუნდეთ თქვენს სამუშაო ადგილს:

  1. ნუ ეცდებით ყველაფრის პირველივე დღეს მოსწრებას

ხშირად, შვებულებიდან დაბრუნებულებს, იმდენი საქმე გვხვდება, რომ პანიკურად ყველაფრის ერთად კეთებას ვიწყებთ. არ იჩქაროთ, წინ კიდევ მრავალი სამუშაო დღეა, უმჯობესია პირველი დღე თქვენი სამუშაო განრიგის მოწესრიგებას და შემდეგი დღეების დაგეგმვას დაუთმოთ.

  1. ნუ დარჩებით პირველ დღეს სამსახურში გვიანობამდე

ნუ ჩათვლით, რომ რადგან კარგად დაისვენეთ, ახლა გაათმაგებული ძალისხმევით უნდა იმუშაოთ. შვებულება ყველას უფლებაა და არა პრივილეგია. პირველ დღეს შეეცადეთ სამსახურიდან დროულად წამოხვიდეთ. იმისათვის, რომ ამის გაკეთება გაგიიოლდეთ, წინასწარ დაგეგმეთ რაიმე, სასიამოვნო საღამოსთვის.

  1. არ გათიშოთ არ ყოფნის შესახებ ავტომატური შეტყობინება პირველივე დღეს

დიახ, თქვენ დაბრუნდით, მაგრამ არ არის აუცილებელი, ამის შესახებ ყველამ გაიგოს. დატოვეთ ჩართული ავტომატური შეტყობინება თქვენი არ ყოფნის შესახებ თქვენს ელ-ფოსტაზე კიდევ რამდენიმე დღე, ეს საშუალებას მოგცემთ პირველივე დღეებში მიღებულ შეტყობინებებს მოგვიანებით უპასუხოთ.

  1. არ წაიკითხოთ დაგროვილი წერილები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით

შვებულების დროს მიღებული წერილები უმჯობესია გამომგზავნის ან თემის მიხედვით დააჯგუფოთ და ისე გაეცნოთ. ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ მარტივად გაიგოთ რა მოხდა თქვენს არ ყოფნაში. გარდა ამისა, თქვენ იოლად შეძლებთ წაშალოთ ის შეტყობინებები, რომლებიც უკვე აქტუალური აღარ არის.

  1. გაიხალისეთ პირველი კვირა

შეეცადეთ პირველი კვირის მანძილზე მეტწილად ის საქმეები აკეთოთ, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ და მეტ სიამოვნებას განიჭებთ. ასე, პირველი კვირა შვებულების შემდეგ, ნაკლებად მძიმე გადასატანი იქნება. დამატებითი ეფექტის მომცემი იქნება პირველ კვირას რამდენიმე ლანჩი მეგობრებთან ან სხვა გასართობიც.

ნუ შეგაშინებთ ის, რომ სამსახურში დაბრუნება გიჭირთ. ეს იმის ნიშანია, რომ თქვენ არაჩვეულებრივად დაისვენეთ და ძალიან მალე ისევ მზად იქნებით მთელი ძალებით დაუბრუნდეთ თქვენს საქმიანობას.

სასიამოვნო და უმტკივნეულ დაბრუნებას გისურვებთ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s