ხელით წერის თერაპია

ხელით წერა თანამედროვე ადამიანისთვის უკვე ნაკლებად გამოსადეგი უნარია. ჩვენ სულ უფრო იშვიათად ვწერთ ხელით, სამაგიეროდ სულ უფრი სწრაფად ვბეჭდავთ და სულ უფრო მეტად კომფორტულად ვგრძნობთ თავს კომპიუტერის კლავიატურასთან. ამ საკითხზე კვლევა ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს და ძალიან საინტერესო დასკვნებამდე მივიდნენ. აი მათ მიერ გაკეთებული დასკვნები:

 

  1. ადამიანები ხელით წერისას ბევრად უკეთ გამოხატავენ თავიანთ ემოციებს.

არ გჯერათ? სცადეთ ხელით დაწეროთ სასიყვარულო წერილი და მიხვდებით, რომ ეს სიმართლეა.

  1. ხელით წერას თერაპიული ზემოქმედება გააჩნია.

ხელით წერა იმდენად დადებითად მოქმედებს ადამიანების ფსიქიკაზე, რომ მეცნიერების აზრით მომავალში ხელით წერა ისეთივე თერაპიული საშუალება იქნება, როგორც დღეს არის იოგა ან მედიტაცია.

  1. ადამიანები, რომლებიც წერენ ხელით უფრო ბედნიერები არიან.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ხელით წერენ, უფრო კმაყოფილები არიან თავიანთი ცხოვრებით, ვიდრე ისინი, ვინც ხელით საერთოდ აღარ წერენ. რატომ? მიზეზი ისაა რომ ის, ვინც ხელით წერს უფრო მძაფრად შეიგრძნობს თავის ფიქრებს და ემოციებს, შესაბამისად უკეთ ესმის თავისი თავის.

 

ასე რომ, თუ თქვენ აღარც კი გახსოვთ, ბოლოს როდის დაწერეთ რამე ხელით, მოიმარჯვეთ ბლოკნოტი და კალამი და ყველაზე სანუკვარი ფიქრები მხოლოდ ხელით ჩაიწერეთ – უკეთ გაიცანით საკუთარი თავი და იყავით უფრო მშვიდი და ბედნიერი ადამიანი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s