რას ამბობს სამუშაო მაგიდა მის მფლობელზე?

რამდენიმე დღის წინ ოფისელის ფეისბუქ გვერდზე ასეთი იმიჯი გამოვაქვეყნეთ და ვთხოვეთ ჩვენს მეგობრებს აერჩიათ, თუ რომელი გარემო ჰგავდა მათ სამუშაო ადგილს ყველაზე მეტად.

Screen Shot 2016-10-05 at 1.25.11 AM.png

პასუხები ასე გადანაწილდა:

1 – 37%

2 – 25%

3 – 14%

4 – 24%

აქვს თუ არა მნიშვნელობა, როგორ ვაწყობთ ჩვენს სამუშაო გარემოს? ფსიქოლოგები თვლიან, რომ სამუშაო მაგიდაზე არსებული წესრიგით თუ უწესრიგობით მის მფლობელზე ბევრი რამის თქმა შეიძლება.

 

ითვლება, რომ ზედმეტად არაორგანიზებული სამუშაო მაგიდა (ფოტო #1) კრეატიულ ადამიანებს აქვთ, რადგან მათ გარემოს მოწესრიგება უბრალოდ არ შეუძლიათ და სწორედ ეს ქაოსი ეხმარებათ გენიალური იდეების გენერირებაში. თუმცა, მოუწესრიგებელი სამუშაო მაგიდა, ასევე მისი მფლობელის არაორგანიზებულობაზეც მიუთითებს. ამიტომ გააჩნია პროფესიას, მაგალითად სარეკლამო სააგენტოს კრეატიული დირექტორისთვის ეს შემოქმედებითი ქაოსია, ხოლო მენეჯერის შემთხვევაში ასეთი სამუშაო გარემო შესაძლოა მისი ორგანიზებულობის დაბალ მაჩვენებელზე მიუთითებდეს.

 

ზედმეტი აქსესუარებით და სხვადასხვა ფოტოებით (ოჯახის, მეგობრების, შვებულების და ა.შ) გადატვირთული სამუშაო მაგიდა (ფოტო #4) მისი მფლობელის შესახებ ასეთი მესიჯის მატარებელია: “მინდა ვიყო ყველგან (სახლში, დასასვენებლად, მეგობრებთან), ოღონდ აქ არა”. ასე რომ ფრთხილად, ეს ფარული მესიჯი შესაძლოა თქვენმა უფროსმაც ამოიკითხოს 🙂

 

წესრიგი კარგია, მაგრამ სრულიად სტერილური გარემო (ფოტო #3) მისი მფლობელის რეპუტაციას ეჭვქვეშ აყენებს. მუშაობს ის საერთოდ? თუ ასეა, როგორ ახერხებს, რომ მაგიდაზე არასდროს არაფერი ზედმეტი არ ჰქონდეს? ითვლება, რომ ასეთი სტერილური გარემო მისი მფლობელის ნაკლებ პროდუქტიულობაზე მიუთითებს.

 

მოწესრიგებული სამუშაო მაგიდა (ფოტო #2), ზედმეტი ფოტოებისა და ფრთიანი გამონათქვამების გარეშე, რომელიც სამუშაო დღის ბოლოს ყოველთვის მოწესრიგებული რჩება, მისი მფლობელის მოწესრიგებულობაზე, აკურატულობაზე და მაღალ მოტივაციაზე მიუთითებს. თუმცა ცოტაოდენი არეულობა ამ აღქმას არ შეცვლის.

 

და ბოლოს ერთი რჩევა – იცით რომ მენეჯერებს სჩვევიათ დღის ბოლოს ცარიელი სამუშაო მაგიდების დათვალიერება? ამიტომ არ დაიზაროთ და სამსახურიდან წამოსვლისას თვალი შეავლეთ თქვენს სამუშაო ადგილს. რას ამბობს ის? “პატივი ეცით ადამიანს, ვინც აქ მუშაობს”, თუ “ყურადღება: მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესი!”, ან იქნებ “ფრთხილად, ხელი არაფერს შეახოთ, თორემ ყველაფერი აირევა!”… დაგაკმაყოფილათ პასუხმა? თუ არა, შეუდექით მაგიდის მოწესრიგებას ან პირიქით, არევას 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s