რატომ უნდა აღნიშნოთ პატარა გამარჯვებები

მნიშვნელოვანი ბინზეს მიღწევების აღნიშვნა მრავალი კომპანიის კორპორაციული კულტურის ნაწილია. თუმცა, პატარა გამარჯვებების აღნიშვნა არანაკლებ მნიშვნელოვანია და აი რატომ:

 

თანამშრომელთა მოტივაციაში არსებობს ე.წ. პროგრესის პრინციპი. ამ პრინციპის თანახმად რაც უფრო ხშირად ეუფლებათ ადამიანებს პროგრესის, წინსვლის, წარმატების განცდა, მით მაღალია მათი მოტივაცია. პროგრესის ყოველდღიური განცდა პატარა გამარჯვებების აღიარებას და აღნიშვნას უკავშირდება, რაც დაგეხმარებათ აამაღლოთ ემოციური ფონი და გაზარდოთ თანამშრომელთა მოტივაცია.

 

რამდენიმე მაგალითი:

რა შეიძლება იყოს პატარა გამარჯვება?

ნებისმიერი წინსვლა გამარჯვებაა: ახალი თანამშრომლის მიღება, ახალი ხელშეკრულების გაფორმება კლიენტთან, საგადასახადო დეკლარაციის ჩაბარებაც კი და მრავალი სხვა.

 

როგორ აღვნიშნოთ?

პატარა გამარჯვების აღნიშვნა ისეთივე მარტივი შეიძლება იყოს, როგორც თანამშრომლის შექება. ახალი თანამშრომლის წარდგენა, ერთი თანამშრომლის ან თანამშრომელთა გუნდის შექება, მათი მიღწევის ყველას თანდასწრებით აღნიშვნა, სულ რაღაც ერთი წუთის საქმეა დღეში და ეს საკმარისია იმისთვის, რომ თანამშრომლებმა თავი დაფასებულად იგრძნონ და წინსვლის განცდა გაუჩნდეთ.

უფრო მნიშვნელოვანი მიღწევები კი შესაძლოა ოფისში მოწყობილი დღესასწაულით ან ერთობლივი ლანჩითაც აღინიშნოს. ამ დროს თქვენ საშუალება გექნებათ უფრო ვრცლად ისაუბროთ მიღწეულ შედეგზე და გუნდის თითოეული წევრის წვლილზე ამ შედეგის მიღწევაში.

 

მრავალ პატარა და დიდ გამარჯვებას გისურვებთ!

http://www.officell.ge

 

One thought on “რატომ უნდა აღნიშნოთ პატარა გამარჯვებები

  1. შექება კარგია, თუ ქების გარეშეც გრძნობს დასაქმებული თავს დაფასებულად; აქვს კარგი პირობები მუშაობისთვის, შესაბამისი ანაზღაურება, პოზიცია და ა.შ. თუ რომელიმე აკლია, ქება ძალიან გამაღიზიანებელია.

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s