ორი სიტყვა, რომელიც არ უნდა გამოვიყენოთ პრეზენტაციისას

პრეზენტაციისას, იქნება ეს ჩვენი თავის პრეზენტაცია თუ კლიენტისთვის პროდუქტის წარდგენა, სასურველი შედეგი მეორე მხარის დარწმუნებაა. თუმცა ჩვენ ხშირად ამ პროცესში ვიყენებთ სიტყვებს, რომლებიც ეჭვის საბაბს აჩენს.

 

ეს სიტყვებია “მე ვფიქრობ” (ან “ჩემი აზრით”), რომელთა გამოყენების დროს ჩვენ უნებლიედ საუბარში გაურკვევლობა შემოგვაქვს. რას ნიშნავს “ჩემი აზრით”? ანუ სხვა აზრიც შეიძლება არსებობდეს?

 

მაგალითად შევადაროთ:

“ჩემი აზრით, ჩვენი შემოთავაზება საუკეთესოა თქვენი კომპანიისთვის, რადგან…”

ან

“ვფიქრობ, ჩემი კანდიდატურა საუკეთესოდ ესადაგება ამ პოზიციას, რადგან…”

 

როცა შეიძლებოდა გვეთქვა:

“ჩვენი შემოთავაზება საუკეთესოა თქვენი კომპანიისთვის, რადგან…”

ან

“ჩემი კანდიდატურა საუკეთესოდ ესადაგება ამ პოზიციას, რადგან…”

 

როგორც ხედავთ, ამ ორი სიტყვის ამოგდება უმნიშვნელო და შეუმჩნეველია, არ ცვლის სათქმელის შინაარს, მაგრამ მას განსაკუთრებულ ძალას ანიჭებს. როდესაც ვამბობთ “მე ვფიქრობ” (ან “ჩემი აზრით”), ჩვენ თითქოს ვუშვებთ, რომ შეიძლება ვცდებოდეთ. შედეგად მეორე მხარეს ეჭვის საბაბს ვაძლევთ.

 

როგორ აღმოვაჩინოთ, ვუშვებთ თუ არა ამ შეცდომას?

ყველაზე მარტივი გზა, ჩვენი საუბრის ჩაწერა და შემდეგ მისი მოსმენაა. საუბრისას ძნელია საკუთარ თავს კრიტიკულად მოუსმინო, ამიტომ უმჯობესია შეხვედრის შემდეგ გავაანალიზოთ რამდენად დამაჯერებლად ვისაუბრეთ. მოსმენისას ასევე ყურადღება მისაქცევია, რამდენად ხშირად ვიყენებთ სხვა ზედმეტ სიტყვებს ან ვფერხდებით საუბრის წარმართვისას, რაც სხვების დარწმუნებაში ასევე გვაფერხებს.

 

დამაჯერებელ და წარმატებულ პრეზენტაციას გისურვებთ!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s