დავზოგოთ ქაღალდი და ოფისის ხარჯები

ყველამ ვიცით, რომ ქაღალდის დაზოგვა გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამას გარდა, ქაღალდი ოფისებისთვის საკმაოდ ძვირი რესურსიცაა. ოფისელის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საოფისე პროდუქციაზე გაწეული ხარჯების 10%-ზე მეტს კომპანიები სწორედ საბეჭდ ქაღალდში ხარჯავენ.

 

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, როგორ შევამციროთ ოფისში ქაღალდის მოხმარება:

 

  1. პრინტერთან დაკიდეთ სხარტი სლოგანები. მაგალითად ცნობილი პლაკატის იმიტაცია: “შენ დაფიქრდი ორჯერ, სანამ ამას დაბეჭდავდი?”. ეს თანამშრომლებს ყოველი ამობეჭდვისას შეახსენებს თითქოს უკვე გაცვეთილ, მაგრამ საჭირო ფრაზას: დაფიქრდი, სანამ დაბეჭდავ!
  2. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ქაღალდის მხოლოდ ცალ მხარეს ვიყენებთ. თუ ოფისში გაქვთ პრინტერი ორმხრივი ბეჭდვის ფუნქციით, ეს ამ პრობლემას დიდწილად აგვარებს. თუ ორმხრივად დაბეჭდვის შესაძლებლობა არ არის, შექმენით ადგილი, სადაც თანამშრომლები ცალ მხარეს დაბეჭდილ გამოუსადეგარ ფურცლებს შეაგროვებენ. ამის შემდგომ შეძლებთ შავად ამოსაბეჭდი მასალა ამ, ერთხელ უკვე გამოყენებულ ქაღალდზე დაბეჭდოთ.
  3. დოკუმენტის ამობეჭდვამდე 12-იანი შრიფტი 10-იანით შეცვალეთ. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს გამოყენებული ფურცლების რაოდენობას და წასაკითხადაც სავსებით საკმარისი იქნება.
  4. თუ თქვენ დიდი დოკუმენტი გაქვთ ამოსაბეჭდი, დაბეჭდვამდე მხოლოდ რამდენიმე გვერდი ამობეჭდეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ფორმატირება მისაღებია. მხოლოდ ასეთი ტესტის შემდეგ დაბეჭდეთ მთლიანი დოკუმენტი.
  5. და ბოლოს, დაიანგარიშეთ რამდენ ფურცელს ხარჯავდა თქვენი ოფისი, და ყოველთვიურად გამოაქვეყნეთ, როგორ მცირდება ქაღალდის მოხმარება. დაღმავალი გრაფიკი დიდი მოტივაცია იქნება თანამშრომლებისთვის, თქვენ ეს ერთად შეძელით!

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s